GE
18 აპრილი, 2017 13:45

დემირელის კერძო კოლეჯის მოსწავლეები ქიმიის 2016-2017 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები არიან

დემირელის კერძო კოლეჯის მოსწავლეები ქიმიის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის 2016-2017 წლის გამარჯვებულები არიან. მათ წარმატებით დაძლიეს სამივე ტური და ფინალურ ეტაპზე საპრიზო I, III და V ადგილები გაინაწილეს.

I ადგილის მფლობელი და ქიმიის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულიამე-11 კლასის მოსწავლე დავით რიჟინაშვილი;

III ადგილი მოიპოვა ლევან გოჯიაშვილმა, ხოლო V საპრიზო ადგილი ერგო მე-12 კლასის მოსწავლეს ალექსანდრე ფიჩხაძეს.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი