11 იანვარი, 2017 17:32
დემირელის კერძო კოლეჯის მოსწავლეები ყაზახეთის ჟაუტიკოვის სახელობის საერთაშორისო ოლიმპიადაში მიიღებენ მონაწილეობას
დღეს, 11 იანვარს, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდი, გოჩა მანდარიას ხელმძღვანელობით, ყაზახეთის ჟაუტიკოვის სახელობის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება.
გუნდი შედგება ინფორმატიკის, მათემატიკისა და ფიზიკის განსაკუთრებით მცოდნე მოსწავლეებისაგან, რომლებიც თავიანთ დარგში დაუპირისპირდებიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ თანატოლებს.
ეს ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და რთულ კონკურსს თავის დარგში. მასში მონაწილეობას იღებს 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მოსწავლე.
ამ ღონისძიებაზე დემირელის სკოლამ გასულ წლებშიც გაგზავნა გუნდები, რომლებმაც ყველა წელს მოიგეს მედლები და მოხვდნენ ყველაზე წარმატებულ გუნდებს შორის.
-
დემირელის კოლეჯის მოსწავლეებს პრემიერმა მადლობის სიგელები გადასცა by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი
-
დემირელის კერძო კოლეჯის მოსწავლეებმა აშშ-ში GENIUS-ის მსოფლიო ოლიმპიადაზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი
-
დემირელის კერძო კოლეჯის 2017 წლის კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო IBSU-ში გაიმართა by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი