24 მარტი, 2017 13:08
დემირელის კერძო კოლეჯის მოსწავლემ სამოქალაქო განათლების მე-2 ტურის ფინალისტთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა
23 მარტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მე-2 ტურის გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
დემირელის კერძო კოლეჯის მე-12 კლასის მოსწავლემ ნატალია ჭიჭინაძემ ფინალისტთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა, ის შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა სერტიფიკატითა და სხვა ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა (მათ შორის, ზაფხულში ეკო ბანაკში დსვენება).
ნატალია, ამჟამად, სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მე-3 ფინალურ ტურში ასპარეზობისათვის ემზადება. დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი მას წარმატებებს უსურვებს.
-
დემირელის კოლეჯის მოსწავლეებს პრემიერმა მადლობის სიგელები გადასცა by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი
-
დემირელის კერძო კოლეჯის მოსწავლეებმა აშშ-ში GENIUS-ის მსოფლიო ოლიმპიადაზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი
-
დემირელის კერძო კოლეჯის 2017 წლის კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო IBSU-ში გაიმართა by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი