დემირელის კერძო კოლეჯის მოსწავლეთა ცეკვისა და სიმღერის გუნდი ოსლოში კულტურის საერთაშორისო ფესტივალზე იმყოფება
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეთა ცეკვისა და სიმღერის გუნდი იმყოფება ოსლოში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც ისინი ქართულ ხალხურ ცეკვებსა და სიმღერებს შეასრულებენ.
ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და მასში ათობით ქვეყანა იღებს მონაწილეობას. დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის გუნდი უკვე მრავალი წელია მონაწილეობს აღნიშნულ ფესტივალზე, რომელსაც ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანა მასპინძლობს. ამ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება: ბრაზილია, გერმანია, ბელგია, ტაილანდი, ფილიპინები, რუმინეთი და ა.შ.
წელს სკოლის გუნდი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაემგზავრა ნორვეგიაში. ასევე დიდი ყურადღება გამოიჩინა ნორვეგიაში საქართველოს ელჩმა, მამუკა ციხელაშვილმა, რომელმაც ჩასვლისთანავე უმასპინძლა მოსწავლეებს. ფესტივალი 23 მაისს დასრულდება.
-
დემირელის კოლეჯის მოსწავლეებს პრემიერმა მადლობის სიგელები გადასცა by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი
-
დემირელის კერძო კოლეჯის მოსწავლეებმა აშშ-ში GENIUS-ის მსოფლიო ოლიმპიადაზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი
-
დემირელის კერძო კოლეჯის 2017 წლის კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო IBSU-ში გაიმართა by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი







