GE
4 ნოემბერი, 2016 12:10

დემირელის კერძო კოლეჯს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ესტუმრნენ

3 ნოემბერს დემირელის კერძო კოლეჯს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები, რაიან კოენიგი და მედიკო ქოჩორაძე, ესტუმრნენ. კოლეჯის მოსწავლეებმა მათ გულთბილი შეხვედრა მოუწყეს.

სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლის ახალი შენობა, გაეცნენ კოლეჯის ისტორიას, მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულების წარმატებებს, განსაკუთრებით მოიხიბლნენ ნორჩი გამომგონებლების ნიჭიერებით. ბატონმა რაიანმა თავისი აღფრთოვანება წერილობითაც დააფიქსირა კოლეჯის შთაბეჭდილებების წიგნში. მან წარმატებები უსურვა სკოლის მთელ კოლექტივს და კვლავაც შეხვედრის სურვილიც გამოთქვა.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი