დემირელის კოლეჯი ახალ კამპანიაში ,,ვსწავლობთ ქართულად” ჩაერთო
ახალი კამპანია ,,ვსწავლობთ ქართულად” დაიწყო. კამპანიის მიზანია ქართული ენის პოპულარიზაცია არაქართველ მოსწავლეებში და ქართული ენის უკეთ გაცნობა იმ უცხოელი მოსწავლეებისთვის, რომლებიც განათლებას საქართველოში იღებენ.
დემირელის კოლეჯი უკვე მრავალი წელია აქტიურად უწევს პოპულარიზაციას ქართულ ენას არაქართულენოვან მოსახლეობაში. ამ ეტაპისთვის სკოლაში ათეულობით უცხოელი მოსწავლე სწავლობს, რომლებიც დიდი მონდომებით ეუფლებიან ქართულ ენას, სასკოლო საგნებსაც ქართულ ენაზე სწავლობენ.
დემირელის კოლეჯის პროფესიონალი პედაგოგები ძალისხმევას არ იშურებენ, რათა უცხოელ მოსწავლეებს შეაყვარონ ქართული ენა და საქართველო.
„ვსწავლობთ ქართულად“ პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით დემირელის კერძო კოლეჯის გარდა უკვე 5 სკოლაა ჩართული: მარნეულის „დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“, რუსთავის „შოთა რუსთაველის სახელობის კერძო კოლეჯი“, სკოლა-ლიცეუმი „სხივი“, ქუთაისის „ნიკო ნიკოლაძის სკოლა-ლიცეუმი“ და ბათუმის „შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“.
-
დემირელის კოლეჯის მოსწავლეებს პრემიერმა მადლობის სიგელები გადასცა by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი
-
დემირელის კერძო კოლეჯის მოსწავლეებმა აშშ-ში GENIUS-ის მსოფლიო ოლიმპიადაზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი
-
დემირელის კერძო კოლეჯის 2017 წლის კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო IBSU-ში გაიმართა by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი







