დემირელის კოლეჯის გამომგონებელთა გუნდი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალშია
დემირელის კოლეჯის გამომგონებელთა გუნდმა, დავით რიჟინაშვილისა და ლევან გოჯიაშვილის შემადგენლობით, მონაწილეობა მიიღო ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში. მოსწავლეები გადავიდნენ მე-3 ტურში და მოხვდნენ საუკეთესო რვა ფინალისტთა შორის.
კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რაც გაზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს.
პროექტის ერთ-ერთი მიზანია კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან, რაც დაეხმარება მათ სამომავლოდ პარტნიორობის დამყარებაში, გამოცდილებისა და ცოდნის მიღებაში.
გამარჯვებული პროექტის ავტორები გაემგზავრებიან აშშ-ში, ნასას კენედის ცენტრში.
-
დემირელის კოლეჯის მოსწავლეებს პრემიერმა მადლობის სიგელები გადასცა by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი
-
დემირელის კერძო კოლეჯის მოსწავლეებმა აშშ-ში GENIUS-ის მსოფლიო ოლიმპიადაზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი
-
დემირელის კერძო კოლეჯის 2017 წლის კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო IBSU-ში გაიმართა by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი