9 დეკემბერი, 2016 15:48
დემირელის კოლეჯის მოსწავლეები IBSU-ის საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ
8 დეკემბერს დემირელის კოლეჯის მე-6 კლასის მოსწავლეებმა შავი ზღვის სართაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და ინჟინერიის საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.
სკოლის მოსწავლეები ჩაებნენ Hour of Code (HOC)-ის მსოფლიო მარათონში. HOC წარმოადგენს ერთსაათიან აქტივობას, რომლის დროსაც მოსწავლეები ეცნობიან პროგრამირების საფუძვლებს, კოდირებას.
ამ პროექტში ჩართულია მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყანა და ათეულობით მილიონი მოსწავლე ერთსა და იმავე დროს.
დემირელის კოლეჯის მე-6 კლასის მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი პრაქტიკულ სამუშაოებს. ღონისძიება დასრულდა სერტიფიკატების გადაცემით.
-
დემირელის კოლეჯის მოსწავლეებს პრემიერმა მადლობის სიგელები გადასცა by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი
-
დემირელის კერძო კოლეჯის მოსწავლეებმა აშშ-ში GENIUS-ის მსოფლიო ოლიმპიადაზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი
-
დემირელის კერძო კოლეჯის 2017 წლის კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო IBSU-ში გაიმართა by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი



