24 თებერვალი, 2017 10:14
დემირელის კოლეჯის წარმატებული კურსდამთავრებული ლუკა გვაზავა ამავე სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
22 თებერვალს დემირელის კოლეჯის წარმატებული კურსდამთავრებული ლუკა გვაზავა ჩვენი სკოლის X-XI კლასების მოსწავლეებს შეხვდა. ლუკამ ბავშვებს გააცნო თავისი წიგნი ,,დრო მიდის, კადრები კი რჩება’’, რომელიც წელს წარდგენილია ლიტერატურულ პრემია ,,საბაზე’’ ნომინაციაში წლის საუკეთესო დებიუტი.
ავტორმა მოსწავლეებს წაუკითხა ეპიზოდები თავისი წიგნიდან, ესაუბრა წარმატების მიღწევის გზებსა და შესაძლებლობებზე. ლუკამ განსაკუთრებით აღნიშნა დემირელის კოლეჯისა და მისი პედაგოგების უდიდესი წვლილი მის წარმატებაში. ბოლოს კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
-
დემირელის კოლეჯის მოსწავლეებს პრემიერმა მადლობის სიგელები გადასცა by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი
-
დემირელის კერძო კოლეჯის მოსწავლეებმა აშშ-ში GENIUS-ის მსოფლიო ოლიმპიადაზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი
-
დემირელის კერძო კოლეჯის 2017 წლის კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო IBSU-ში გაიმართა by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი



