GE
13 მარტი, 2017 13:35

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეებმა კონკურსში – ჯანსაღი ცხოვრების წესი – საპრიზო ადგილი დაიკავეს

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის IXბ კლასის მოსწავლეებმა ვიკა გასანოვამ, სესილი ბაჯელიძემ და მარიამ ბუკიამ მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონკურსში – ჯანსაღი ცხოვრების წესი.

კონკურსის მიზნად ისახავდა მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასში მონაწილეობა შეეძლოთ საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფის სახით.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი რთულ ამოცანას, მოამზადეს რეპორტაჟი თემაზე – რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და საქართველოს მასშტაბით მე-4 საპრიზო ადგილი დაიკავა.

10 მარტს გამარჯვებულები დიპლომებით, კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა დააჯილდოვა.

Aris.ge - განათლება განათლება