27 მარტი, 2017 17:49
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლემ „Spelling Bee”-ს ნაციონალურ კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლემ თინათინ მემარნიშვილმა აშშ-ის საელჩოს მიერ ორგანიზებულ „Spelling Bee”-ს (მართლწერის) ნაციონალურ კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა.
კონკურსი საქართველოს მასშტაბით ყოველწლიურად იმართება და რამდენიმე ეტაპს მოიცავს, ხოლო ფინალურ ტურში გადასვლა და გამარჯვება საკმაოდ რთულია. წელს ფინალში გავიდა 24 მოსწავლე, თინათინმა კი საუკეთესო შედეგი აჩვენა. მან წარმატებით გაართვა თავი ყველა დავალებას და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.
-
დემირელის კოლეჯის მოსწავლეებს პრემიერმა მადლობის სიგელები გადასცა by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი
-
დემირელის კერძო კოლეჯის მოსწავლეებმა აშშ-ში GENIUS-ის მსოფლიო ოლიმპიადაზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი
-
დემირელის კერძო კოლეჯის 2017 წლის კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო IBSU-ში გაიმართა by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი