1 დეკემბერი, 2016 12:22
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის ისტორიულ შენობას ეწვივნენ
29 ნოემბერს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის სამოქალაქო განათლების კლუბ ,,პროგრესული თაობის“ ინიციატივით კლუბის წევრები, მათი თანატოლი კოლეჯის უცხოელი მოსწავლეები და მასწავლებლები ეწვივნენ საქართველოს პარლამენტის ისტორიულ შენობას თბილისში.
ახალგაზრდა ვიზიტორებმა დაათვალიერეს პარლამენტის შენობა, შოთა რუსთაველისა და თამარ მეფის სახელობის დარბაზები, ასევე, პლენარულ სხდომათა დარბაზი. გარდა ამისა, ვიზიტორებმა მოინახულეს პარლამენტის ეზოში მდებარე სამლოცველო.
ექსკურსიის მსვლელობისას მოსწავლეები გაეცნენ ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას, პარლამენტის სტრუქტურას, მისიასა და როლს, აგრეთვე, კანონშემოქმედებით პროცესს.
-
დემირელის კოლეჯის მოსწავლეებს პრემიერმა მადლობის სიგელები გადასცა by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი
-
დემირელის კერძო კოლეჯის მოსწავლეებმა აშშ-ში GENIUS-ის მსოფლიო ოლიმპიადაზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი
-
დემირელის კერძო კოლეჯის 2017 წლის კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო IBSU-ში გაიმართა by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი



