დემირელის სახელობის კოლეჯის მოსწავლეებმა π რიცხვისადმი მიძღვნილ მათემატიკის ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს
14 მარტს π რიცხვის დაბადების დღესთან დაკავშირებით გაიმართა მათემატიკის ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობა დემირელის სახელობის კოლეჯის დაწყებითი საფეხურის ІV-VІ კლასის მოსწავლეებმაც მიიღეს.
ბავშვებმა წარადგინეს რამდენიმე პროექტი. ერთ-ერთი, რომელმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია, იყო „მათემატიკური ქალაქი“, რომლის აშენებისთვისაც V კლასის მოსწავლეებმა გამოიყენეს ბრტყელი და სივრცული გეომეტრიული ფიგურები. VІ კლასის მოსწავლეებმა კი ილუზიათა სამყაროში გვამოგზაურეს. მათ მოიძიეს გეომეტრიულ-ოპტიკური ილუზიები და ძალიან საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს მათ შესახებ.
ІV კლასის მოსწავლეებმა კი π რიცხვს ლექსი მიუძღვნეს, რომლის საშუალებითაც π რიცხვის შემადგენელი პირველი 9 ციფრის დამახსოვრება ძალიან მარტივი გახადეს. ყველაზე ,,ტკბილი ლუკმა’’ კი (ნამცხვარი,რომელიც საკუთარი ხელებით გამოაცხვეს ІV-VІ კლასის გოგონებმა) ბავშვებმა პრეზენტაციის ბოლოსთვის შემოინახეს, რითაც π რიცხვს მიულოცეს დაბადების დღე.
-
დემირელის კოლეჯის მოსწავლეებს პრემიერმა მადლობის სიგელები გადასცა by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი
-
დემირელის კერძო კოლეჯის მოსწავლეებმა აშშ-ში GENIUS-ის მსოფლიო ოლიმპიადაზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი
-
დემირელის კერძო კოლეჯის 2017 წლის კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო IBSU-ში გაიმართა by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი







