„დილა სკოლებში სპორტული აქტივობით უნდა იწყებოდეს“ – დირექტორის მოადგილე სკოლის გამოცდილებას აზიარებს
სპორტული დილა და დილის მსუბუქი ვარჯიშები – ასე იწყება ფოთის მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეების სასწავლო დღე, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მოსწავლებში ფიზიკური ჯანმრთელობის დაცვის მიზანს ემსახურება. ამის შესახებ სკოლის დირექტორის მოადგილე, ნინო კილასონია, EDU.ARIS.GE-ს მოუთხრობს და იმ ფოტოებს გვიზიარებს, რომელშიც ნათლად ჩანს, თუ როგორია მოსწავლეებისთვის დილის სპორტული რუტინა.
იხილეთ ფოტო:
“როცა კარგი ამინდია. დილის 08:30 საათიდან ჩვენი მოსწავლეები სკოლის ეზოში იყრიან თავს და სპორტის პედაგოგის დახმარებით მსუბუქ ვარჯიშებს აკეთებენ. ზარის დარეკვამდე- საგაკვეთილო პროცესის დაწყებამდე ვვარჯიშობთ. ამის შემდეგ ისინი კიდევ უფრო ენერგიულად იწყებენ გაკვეთილს. დილა სკოლებში სპორტული აქტივობით უნდა იწყებოდეს. ზოგადად, ჩვენს სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა სპორტულ აქტივობებში პედაგოგებისა და მშობლების ჩართვასაც. ამ მიზნით ეწყობა ჩემპიონატები სპორტის სხვადასხვა სახეობებში”, – აგვიხსნა დირექტორის მოადგილემ.
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის იწყება – ინსტრუქცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები eTwinning-ის პროგრამაში მონაწილეობდნენ by სკოლა პოლიგლოტი



