დილემებით სწავლება დაწყებით კლასებში: დავალების ნიმუშები, ამოცანები და გზამკვლევი
„მე-3 ან მე-4 კლასიდან საგაკვეთილო პროცესში უკვე უნდა შეიტანოთ დილემებით სწავლება”, – ამის შესახებ კოლეგებს რეკომენდაციას დაწყებითი კლასების პედაგოგი, თეო შანიძე აძლევს. მას დილემებით სწავლების მრავალწლიანი პრაქტიკა აქვს და უამრავი რესურსები თუ კომპლექსური დავალებები აქვს შექმნილი.
„დილემებით სწავლება მოსწავლეებში ისეთ მნიშვნელოვან გამჭოლ კომპეტენციებს ავითარებს, როგორიცაა კრიტიკული და ანლიტიკური აზროვნების უნარი, გადაწყვეტილების მიღებისა და კომუნიკაციის უნარები“, – ამბობს პედაგოგი.
თეო შანიძე EDU.ARIS.GE-ს უზიარებს იმ ნიმუშებს, რომლებიც დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის დილემებით სწავლისთვის შექმნა.
იხილეთ: დილებებით სწავლების ნიმუშები (დაწყებითი კლასები)
„ამ დროს მოსწავლეებს უწევთ ორი არასასურველი ალტერნატივიდან ერთ-ერთის არჩევა, რისთვისაც მათ სჭირდებათ არგუმენტების მოძიება, მსჯელობა და თავიანთი გადაწყვეტილების დასაბუთება. ამასთანავე, სწავლობენ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის ანალიზს. ჯგუფებში მუშაობა კი ავითარებს მათ გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარებს. სწორედ ამიტომ ვიყენებ დილემებს სასწავლო პროცესში. მისი დახმარებით საშუალება მეძლევა, მოსწავლეებში ერთდროულად მრავალი უნარის განვითარებასა და ახალი ცოდნის მიღებაზე ვიმუშავო“, – აგვიხსნა პედაგოგმა.
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის იწყება – ინსტრუქცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები eTwinning-ის პროგრამაში მონაწილეობდნენ by სკოლა პოლიგლოტი