GE
14 აპრილი, 2025 11:12

„დინჯად, წყნარად ისაუბრე, ასოებს ნუ ჰკარგავ!” – ლექსები დედაენის დაცვის სადარაჯოზე, რომლებიც პოეტებმა სკოლებს დაუტოვეს

14 აპრილი დედა ენის ენის დღეა. მომავალი თაობა მშობლიური ენის პატივის მისაგებად, დღეს სკოლებში არა ერთი ლექსს მოჰყვება.

EDU.ARIS.GE შეეცადება გაგახსენოთ ის ლექსები, რომლებიც გამოჩენილმა ქართველმა პოეტებმა მშობლიურ ენას სხვადასახვა ისტორიულ მომენტში მიუძღვეს. ეს ლექსები სკოლაში დედაენის დაცვას ეხება.

გადმოიწერეთ ლექსები დედა ენაზე

ჩვენს ახალგაზრდებს (ავტორი: ვახუშტი კოტეტიშვილი)

კარგია ყველა უცხო ენა, ეს უთქვამთ ადრეც:

რამდენი ენაც იცი, ხარო იმდენი კაცი,

მაგრამ ინგლისურს რომ “პარუსკობთ” და იცვლით “ადრესს”,

ქართულს რატომღა ეფშლიკებით ისე, ვით ვაცი?!

დაუკვირდი (ავტორი: ჯანსუღ ჩარკვიანი)

რა ტკბილია ჩვენი ენა,

დაუკვირდი კარგად.

დინჯად, წყნარად ისაუბრე,

ასოებს ნუ ჰკარგავ.

“რ”-ს მაგივრად “ლ” არა თქვა,

არ იქნება სწორი.

“ს”-დან “შ” მდე თვით ანბანში

მანძილია შორი.

დედაენა (ავტორი: ოტია იოსელიანი)

კაცი ხარ, ვინ ხარ, რა ხარ,

რა ჯილაგის რა ბედენა,

დედის ნანამ თუ არ გზარდა

დედამ არ გიდედაენა.

ერის შვილად რომ ივარგო,

არც სხვას ავნო, არცა ივნო,

ენა დედამ – დედაენამ

უნდა ამოგადგმევინოს!

ასევე იხილეთ:

რა ვალდებულებაზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი ქართულ ენასთან მიმართებით – 14 აპრილი დედაენის დღეა

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში