დაუვიწყარი დღე სამტრედიის მე-11 საჯარო სკოლაში – „მოგზაურობა დისნეის სამყაროში“(ვიდეო)
სამტრედიის №11 საჯარო სკოლის ინგლისურმა სექტორმა, წარმატებით განახორციელა სასკოლო პროექტი – „მოგზაურობა დისნეის სამყაროში“ და ივლისში დაუვიწყარი დღე აჩუქა სრულიად სასკოლო საზოგადოებას.
საოცარმა ბავშვებმა, თავიანთი კრეატიული ხედვისა და თეატრალური ნიჭის შერწყმით, დაუვიწყარი წარმოდგენა შექმნეს.
“ეს იყო ნამდვილი ჯადოსნური მოგზაურობა დისნეის ზღაპრულ სამყაროში – სამყაროში, სადაც ცოცხლდება ფანტაზია, სითბო და შემოქმედება. ღონისძიება არამხოლოდ მხიარული და ემოციური იყო, არამედ შესაძლებლობა, სადაც მოსწავლეებმა გამოხატეს თავისი უნარები, შრომა და სიყვარული ხელოვნებისადმი. ეს იყო საღამო, რომელიც დარჩება მეხსიერებაში როგორც ნათელი და ზღაპრული მოგონება”, – წერს სკოლა.
იხილეთ ვიდეო
ღონისძიების ამსახველ ვიდეოს EDU.ARIS.GE-ს სკოლის პედაგოგი და სასკოლო პროექტის იდეის ავტორი, შორენა ცხვარაძე უზიარებს.
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის იწყება – ინსტრუქცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები eTwinning-ის პროგრამაში მონაწილეობდნენ by სკოლა პოლიგლოტი