დაწყებითი კლასებისთვის შექმნილი დამხმარე სახელმძღვანელო – „ჯადოსნური სკივრი სკოლებისთვის”
დაწყებით კლასებში მოსწავლეებს უმრავი თემის გავლა და სიახლის შემეცნება უწევთ, ჩანთა სავსეა სასკოლო წიგნებითა და რვეულებით.
მოსწავლეების, მშობლებისა და კოლეგების დახმარების მიზნით, დაწყებითი კლასებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილმა პედაგოგმა, გულნარა ჟღენტმა, სპეციალურად EDU.ARIS.GE-სთვის შექმნა სახელმძღვანელო, რომელსაც დღეს, 31 მარტს, სასკოლო საზოგადოებას გაუზიარებს.
დაწყებითი კლასების დამხმარე სახელმძღვანელო -„ჯადოსნური სკივრი სკოლებისთვის”
როგორც მასწავლებელმა მოგვითხრო, ელექტრონული წიგნი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და პატარებს ყველა იმ საკვანძო საკითხის შესწავლაში დაეხმარება, რომელიც დაწყებითი კლასების სასკოლო სახელმძღვანელოებშია მოცემული.
„გარდა იმისა, რომ წიგნში ყველაფერია თავმოყრილი, ასევე მაქვს ტესტებიც, არა მხოლოდ დაწყებითი საფეხურისთვის. რესურსის გამოყენება მარტივია: სარჩევის საშუალებით სასურველ გვერდზე გადახვალთ და სასურველ სათაურზე დააწკაპუნებთ”, – აგვიხსნა ქალბატონმა გულნარამ.
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის იწყება – ინსტრუქცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები eTwinning-ის პროგრამაში მონაწილეობდნენ by სკოლა პოლიგლოტი