ერთი კლასის ტრადიცია – როგორ აგროვებენ მოსწავლეები კლასში დაკარგულ ნივთებს
თუ თქვენს კლასში ნივთები ხშირად იკარგება და არ იცით, მფლობელის გამოჩენამდე, მათ რა ადგილი მიუჩინოთ – თანამედროვე განათლების აკადემიის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნათია კოხოძე ორიგინალურ გამოსავალს გთავაზობთ.
ნათიამ, მოსწავლეებთან ერთად, სპეციალური ყუთი, სახელწოდებით „ჩემი არ არის“ დაამზადა და კლასში დაკარგული ნივთების შეგროვების ტრადიციას საფუძველი ასე დაუდო.
როგორც პედაგოგმა EDU.ARIS.GE-ს უთხრა, ბავშვები ყუთში ნივთებს ორი წელია აგროვებენ, საჭიროების შემთხვევაში, მათ იყენებენ და შემდეგ ისევ ყუთში ათავსებენ.
„რატომ ასეთი სახელი? ნივთები ხშირად ძირს იყრებოდა და ბავშვები შემდეგ ჩემს მაგიდაზე აწყობდნენ. რომ ვიკითხავდი თითოეულ ნივთზე, ვისი იყო, ყველა გაიძახოდა – „ჩემი არ არის, ჩემი არ არის“. ასე გაჩნდა ჩვენი ყუთის იდეაც და მისი სახელწოდებაც. ყველა დაკარგული ნივთი ამ ყუთში მიგვაქვს. როცა ვინმეს რამე სჭირდება – იყენებს და მერე უკან აბრუნებს“, – გვითხრა მასწავლებელმა.
…და თქვენ სად მიგაქვთ კლასში დაკარგული ნივთები?
-
„ამ ცნობის საფუძველზე მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან“ – ახალი დეტალები ვიდეომიმართვაში by მთავარი ედუზე
-
სასკოლო ფორმები 1-14 სექტემბრის პერიოდში უნდა შეიძინოთ – ეტაპები განისაზღვრა (ფოტოები) by სკოლების ამბები
-
კითხვები სასკოლო ფორმებსა და წიგნებზე, რომლებიც რეფორმის ავტორთა პასუხებს ელის – რას ითხოვს მშობელი სახელმწიფოსგან by მოსწავლის მშობელი