„ფურცლებზე გადმოღვრილი ემოციები“ – აქტივობა, რომელიც მენტორმა მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზა
ქუთაისის 36-ე და მე-17 საჯარო სკოლების კომპიუტერული ტექნოლოგიების მენტორმა მასწავლებელმა, ნატალია თურქაძემ მე-5 კლასის მოსწავლეებს საინტერესო აქტივობა შესთავაზა.
აქტივობა შემდეგში მდგომარეობდა – მასწავლებელმა მოსწავლეებს, კლასის საათზე, თავისუფალი წერისთვის სამი შეკითხვა დაუსვა: „რა ხდება, როცა ვგრძნობ, როცა არავინ მისმენს“, „რა მტკივა, როცა სხვას სტკივა“, „რა მახარებს ყოველდღიურ ცხოვრებაში“. ამის შემდეგ, მოსწავლეებმა სასურველი შეკითხვა აირჩიეს და მასზე პასუხად, თავისუფალი თემის წერას შეუდგნენ.
აქტივობის შედეგები EDU.ARIS.GE-სთან თავად ნატალია თურქაძემ შეაფასა და გვითხრა, რომ „ფურცლებზე ბავშვების ფიქრები, ემოციები და შემოქმედებითი ენერგია გადმოიღვარა“.
იხილეთ მოსწავლეების ნამუშევრები
„მსგავსი ტიპის აქტივობები ბავშვებს ეხმარება საკუთარი ფიქრებისა და გამოცდილების გააზრებაში, თვითგამოხატვასა და ემოციური ინტელექტის განვითარებაში, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების გაღრმავებაში.
თავისუფალი წერა მათ აძლევს ყველაზე მთავარს – საკუთარ თავთან გულწრფელი დიალოგის შესაძლებლობას, რაც ცხოვრების გზაზე აუცილებლად გამოადგებათ“, – გვეუბნება ნატალია თურქაძე.
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
„მშობლებს ხარჯს გვიორმაგებენ!“ – წლის დასაწყისში ტანსაცმელს იყიდით, სემესტრის ბოლომდე კი – სასკოლო ფორმას by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტში“ პირველი კლასის დამამთავრებელი ღონისძიებები გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი