„გაერთიანდა სამი მნიშვნელოვანი რგოლი – სკოლა, მოსწავლე და მშობელი“ – ინტერნაციონალური მაარიფის სკოლა დისტანციურ სწავლებაზე
ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში არის სრულიად განსხვავებული სიტყვა ქართულ განათლების სისტემაში. მაარიფის სკოლა პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომელსაც თანამედროვე განათლების სისტემა ემყარება. სკოლაში პოზიტიური გარემო მოსწავლის თვითშეფასებასა და აკადემიურ მოსწრებას ზრდის. მაარიფის თითოეული საკლასო ოთახი მოწყობილია მოსწავლეების ასაკისა და განვითარების საფეხურის შესაბამისად.
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლას. ბუნებისმეტყველების გაკვეთილები ტარდება ლაბორატორიაში, რომელიც აღჭურვილია ყველა საფეხურისთვის გათვლილი საჭირო ტექნიკითა და მასალებით. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები კეთებით სწავლების პროცესში. მათი ყოველი გაკვეთილი სავსეა აღმოჩენებით.
სკოლაში ფუნქციონირებს კლასგარეშე კლუბები, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეების ზოგადი ცოდნის ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, ბუნებასთან სიახლოვეს. ფუნქციონირებს ბიბლიოთკეა, სადაც მოსწავლეები ეცნობიან ქართულ და უცხოურ ენებზე ლიტერატურას. კითხვის წრე მოსწავლეებისთვის სახალისო შემეცნებითი აქტივობებით არის სავსე. მაარიფის ბიბლიოთეკა მოსწავლეებისთვის საყვარელი ადგილია განტვირთვისთვის, დავალებების მოსამზადებლად, საინტერესო მასალების მოსაძიებლად.
სკოლის ადგილმდებარეობა, ბუნებასთან სიახლოვე, კეთილმოწყობილი პარკი და სათამაშო მოედანი ხელს უწყობს მოსწავლეების კლასგარეშე აქტივობებში ჩართვას. მოსწავლეები ხშირად იკრიბებიან და საკუთარი სურვილით ერთვებიან სკოლის ტერიტორიის გალამაზებასა და კეთილმოწყობაში.
ბუნებასთან სიახლოვე მათ საშუალებას აძლევს თავად აღმოაჩინონ მათთვის უცნობი ფრინველები, მწერები, მცენარეები, დააკვირდნენ ბუნებაში მიმდინარე პროცესებს, ამინდს, სეზონების ცვლილებას, მცენარეების ზრდას, მწერების გამოჩენას გაზაფხულზე, ბუნების გაღვიძებასა და დაძინებას.
მაარიფის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სპორტის სხვადასხვა სახეობის შესწავლაში. სკოლაში ხშირად იმართება მხიარული სპორტული შეჯიბრებები.
“განვითარებასა და მხიარული აქტივობების ჩასატარებლად, ლაბორატორიული სამუშაოების შესრულებლად დისტანციური გაკვეთილები ჩვენთვის დაბრკოლება არ ყოფილა. ონლაინ სწავლების პერიოდში მოსწავლეებისთვის შეიქმნა სპეციალური პროგრამა, რომელიც მოიცავდა ისეთ აქტივობებსა და ექსპერიმენტებს, რომლელთა შესასრულებლადაც სახლში არსებული რესურსები სრულიად საკმარისი იქნებოდა. ონლაინ სწავლების პერიოდში აქტიურად ვატარებდით ცდებს, ვაკვირდებოდით ბუნებაში არსებულ მოვლენებს, ვატარებდით კლასგარეშე აქტივობებსა და მხიარულ თამაშებს. ვეხმარებოდით სამყაროს ფეხზე წამოდგომაში და გვერდში ვუდექით ჩვენი ჯანმრთელობისთვის მებრძოლ ხალხს. ვამხნევებდით საზოგადოებას და შეძლებიდაგვარად აღვნიშნავდით ყველა დღესასწაულს, რომელსაც სახლში შევხვდი.
შევქმენით კითხვის წუთების წრე, რომელიც ჩვენთვის მაარიფის ბიბლიოთეკას წარმოადგენდა. გაკვეთილების გარკვეულ ნაწილს მოსწავლეების მიერ არჩეულ კლასგარეშე ლიტერატურას ვუთმობდით. ხმამაღალმა კითხვამ, აქტიურმა მოსმენამ და კითხვის წუთების დავალებებმა საგრძნობლად გააუმჯობესა ენის ათვისების პროცესი.
დისტანციური გაკვეთილების პერიოდში აქტიურად ვგეგმავდით და ვატარებდით პროექტგაკვეთილებს სხვადასხვა საგნებში. პროექტებით სწავლების მეთოდი ჩვეთვის ონლაინ გაკვეთილების წარმატებით დაძლევის ერთ-ერთი დამხმარე საშუალება იყო. გეგმის მიხედვით ხშირად ვუყურებდით ფილმებს, შემეცნებით და სახალისო ვიდეოებს. ონლაინ გაკვეთილების წარმატებით წარმართვაში უდიდესი დახმარება გაგვიწეს მშობლებმა და სკოლის ადმინისტრაციამ. მათი ჩართულობით, აქტიურობით, მათთან უწყვეტი კავშირის წყალობით არ შეგვქმნია ტექმნიკური პრობლემები, მოგვეწოდებდა მასალები, დამხმარე საშუალებები. მშობლების აქტიური ჩართულობის წყალობით ყველა აქტივობა, ექსპერიმენტი, პროექტგაკვეთილი, წარმატებით დასრულდა. მათი მხარდაჭერით გაერთიანდა სამი მნიშვნელოვანი რგოლი_ სკოლა, მოსწავლე და მშობელი. ამ გაერთიანებამ მოგვცა შედეგად ის, რომ მაარიფის მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს დისტანციური სწავლების სემესტრი და ახალ სასწავლო წელს სრულიად მომზადებულები შეხვდებიან. ჩვენ ვამაყობთ ამ წარმატებით. მსოფლიოს გამოწვევას შესანიშნავად ვუპასუხეთ და არც ერთი წუთით ეჭვი არ შეგვპარვია ჩვენი დიდი ოჯახის, მაარიფის სკოლის შესაძლებლობებში”, – აღნიშნეს სკოლის ადმინისტრაციაში.