გაერთიანებული ერების დღე გიმნაზია „აია-ჯესს“-ში
გაერთიანებული ერების დღე გიმნაზია „აია-ჯესს“-ში!
მოსწავლეები იზიარებენ იმ ღირებულებებს, რომლებზეც ევროპაა დაფუძნებული: მშვიდობა, თანასწორობა, ადამიანის უფლებები და კულტურული მრავალფეროვნება.
ამ ფასეულობების წარმოსაჩენად დაგეგმეს და განახორციელეს შემდეგი აქტივობები:
მოსწავლეებმა მოაწყვეს სხვადასხვა ქვეყნის სტენდები, სადაც წარმოდგენილი იყო ტრადიციული სამოსი, საკვები, მუსიკა და კულტურა, რაც ეხმიანებოდა კულტურული მრავალფეროვნებისა და სხვადასხვა ტრადიციების პატივისცემას.
პოსტერების კონკურსი. თემები მოიცავდა მსოფლიო მშვიდობას, ადამიანის უფლებებსა და მდგრადი განვითარების მიზნებს. თითოეული ნამუშევარი, რომელიც სკოლის მასშტაბით გამოიფინა, მნიშვნელოვან გლობალურ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.
ქვიზი გაეროს შესახებ. UN-ის ისტორიის, მისიების და მიღწევების შესახებ ქვიზმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია! Kahoot და Quizizz პლატფორმების გამოყენებით, მოსწავლეებმა სახალისო და ინტერაქტიული გზით შეიტყვეს გაეროს როლი მსოფლიო მასშტაბით.
ღონისძიებებში Middle School-იც ჩაერთო ,ხოლო High School-მა გაერთიანებული ერების დღე ჩვენს ახალ სივრცეში აღნიშნა და კონკურსიც გაიმართა, სადაც გამარჯვება მოიპოვა გიორგი სუჯაშვილის, დავით ქოჩიაშვილის,ელენე კაჭიურის, ლუკა კრაველიძის, ანანო შევერდაშვილის გუნდმა. გამარჯვებულმა გუნდმა მოიპოვა საზღვარგარეთ ტრენინგზე მონაწილეობის პრიზი
სკოლა მიესალმება მშვიდობისა და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და კულტურული მრავალფეროვნების – გაეროს დღის აღნიშვნას.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეთა გუნდმა „ტვინების ბრძოლის“ თბილისის ფინალში პირველი ადგილი მოიპოვა by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მოსწავლემ LingoStar-ის ინგლისური ენის ოლიმპიადის საგაზაფხულო სეზონში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS