გაიცანით ანა მიქელაძე, აია-ჯესს-ის დებატების კლუბის მენტორი
გაიცანით ანა მიქელაძე, აია-ჯესს-ის დებატების კლუბის მენტორი, ახლა უკვე KING WILLIAM’S COLLEGE – ის დებატების კლუბის კაპიტანი და HMC პროექტის სტიპენდიანტი.
“სკოლას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ HMC პროექტში გავიმარჯვე. აია-ჯესს-ში ყოველთვის ცდილობენ არაფორმალური განათლება მისცენ მოსწავლეებს, რაც მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია სასწავლო გრანტების მოსაპოვებლად” – ამბობს ანა.
ანამ HMC პროექტის სტიპენდია მოიპოვა, რომელიც 1 წლის განმავლობაში ყველაზე პრესტიჟულ კერძო ბრიტანულ სკოლაში სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფარავს. ?? თავისი უნარებითა და აია-ჯესს-ში მიღებული არაფორმალური განათლებით უცხო გარემოში თავი მარტივად დაიმკვიდრა და მეორე წლის სტიპენდიაც მოიპოვა!
“ბრიტანეთში ჩამოსვლამდე მეგონა რომ სირთულეებს წავაწყდებოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემს ბრიტანელ კლასელებზე უკეთ ვუმკლავდები სასკოლო საგნებს. ამას სწორედ აია-ჯესს-ში მიღებულ განათლებასა და გამოცდილებას ვუმადლი.”
ანა ახლა სტაჟირებას გადის სამართლის მიმართულებით. ⚖ ხშირად აღნიშნავს, რომ აია-ჯესს-ში გამომუშავებული სწავლის ეთიკა დღემდე ეხმარება ყველაფრის მარტივად ათვისებაში.
გვეამაყება და წარმატებებს ვუსურვებთ
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS