გაიცანით მასწავლებელი, რომელმაც 29 პირველკლასელის სახელი კაბაზე „ამოიქარგა”
16 სექტემბერს, როცა საჯარო სკოლებში 2024-2025 სასწავლო წელი დაიწყო, სხვა პირველკლასელთა მსგავსად, თბილისის 55-ე საჯარო სკოლის პირველი (გ) კლასის მოსწავლეებმაც უჩვეულოდ ადრე გაიღვიძეს, მშობლებმა ისინი საგულდაგულოდ გამოპარანჭეს, გაამხნევეს და სკოლის კართან აღელვებულებმა მიაცილეს. პატარებს ასევე საგულდაგულოდ გამოწყობილი დამრიგებელი ღიმილიანი სახით, მხიარულად შეეგება.
პირველკლასელების თვალს არ გამორჩენია, რომ დამრიგებელს ფრიალა კაბაზე მათი სახელები ჰქონდა ამოქარგული. ეს სიზმრის სცენარი არ გეგონოთ, პირველკლასელების პირველი დღეა სკოლაში. მათი დამრიგებელი, ნინო ჯაიანია, რომელმაც პატარების პირველი ნაბიჯები სკოლაში წარუშლელ მოგონებად აქცია.
ასევე იხილეთ:
როგორც გავარკვიეთ, ეს პატარები მეცხრე თაობის “ჯაიანელები” არიან. აი, რას გვიამბობს ნინო მასწავლებელი:
„სწავლის დაწყების დღეს ახალი სიურპრიზებით ვხვდები. პანდემიის დროსაც კი ვიფიქრებდი ნაირ-ნაირ თავგადასავლებს. 29 პირველკლასელის სახელია კაბაზე, საღებავით არის დაწერილი. ჩვენი სკოლის ხატვის მასწავლებლები: ირაკლი ბოლღაშვილი და მედეა კუპრეიშვილი დამეხმარნენ. ბავშვები „ამოქარგულს” ეძახიან”, – გვიამბო პედაგოგმა.
ასევე იხილეთ:
ია მასწავლებლის საჩუქარი პირველკლასელებს – „ანბანის წიგნი ჩვენი პატარებისთვის შევქმენი, ჩამოტვირთეთ”
-
„ჩემი პირველი ნერგი“ – პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდება by სკოლების ამბები
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
N47 საჯარო სკოლა და კლასიკური გიმნაზია სწავლას ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ თბილისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო by სკოლების ამბები



