ია მასწავლებლის საჩუქარი პირველკლასელებს – „ანბანის წიგნი ჩვენი პატარებისთვის შევქმენი, ჩამოტვირთეთ”
ბევრი შრომისა და გათენებული ღამეების შედეგად მასწავლებლები მოსწავლეებისთვის ისეთ რესურსებს ქმნიან, რომელიც მათ მაქსიმალურ შესაძლებლობებს გაუჩენს და კიდევ უფრო სახალისოს გახდის სწავლა-სწავლების პროცესს. ეს რესურსები საჩუქარია მომავალი თაობისთვის.
ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ია ლაგვილავამ პირველკლასელებისთვის ფერადი და თვალსაჩინოებებით მდიდარი ქართული ანბანის ციფრული რესურსი, წიგნი შექმნა, ის მოსწავლეებს დაეხმარება უკეთ შეისწავლონ ქართული ენა.
იხილეთ და ჩამოტვირთეთ რესურსი
„ანბანის წიგნი ჩვენი პატარებისთვის შევქმენი, ჩამოტვირთეთ. თვალსაჩინო რესურსები მოსწავლეებს უადვილებს აღქმას და შედარებით მარტივად იმახსოვრებენ სასწავლო მასალას. რაც უფრო ფერადია რესურსი მით უფრო იზიდავს ის მოსწავლეების ყურადღებას. პირველკლასელთა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ქართული ანბანის ვიზუალური აღქმა, დამახსოვრება და მისი საანბანო ბადეში სწორად ჩაწერაა.
ჩემ მიერ შექმნილი რესურსის მიზანია მოსწავლეებმა აღიქვან ქართული ასოები საანბანო ბადეში და უკეთ დაიმახსოვრონ მათი ფორმა; ყოველ ასოს თან ახლავს ამ ასობგერაზე დაწყებული სიტყვა და შესაბამისი სურათი; ვიმედოვნებ აღნიშნული რესურსი გამოადგება ჩემს კოლეგებსაც და გაუმარტივებს მათ პირველკლასელთა სწავლების პროცესს“, – აგვიხსნა, ია მასწავლებელმა.
ასევე იხილეთ:
როგორ ჩავდო ინვესტიცია შვილის განათლებაში სწორად და შედეგიანად – მშობელი გამოცდილებას გაგიზიარებთ
-
„ჯადოსნური მოგზაურობა ფულის სამყაროში“ – მათემატიკის ილუსტრირებული ამოცანები პირველკლასელებისთვის by სკოლების ამბები
-
ვის მოუწევს მე-12 კლასის გაცდენების ექსტერნი გამოცდის ჩაბარება 12 ივნისის ჩათვლით – რა უნდა იცოდეს მშობელმა by სკოლების ამბები
-
„ჩვენ, მოსწავლეები, ამას ვხედავთ“ – რა თვისებების პედაგოგი მოსწონთ დღეს მოსწავლეებს by სკოლების ამბები