გაიცანით თამარ მახარაძე – სკოლა “პროგრესის” ბათუმის ფილიალის ისტ-ის მასწავლებელი
თანამედროვე სამყაროში ციფრული ტექნოლოგიების ცოდნა ყველაზე მაღალანაზღაურებად და საინტერესო საქმიანობას მოიცავს. შესაბამისად სკოლა “პროგრესის” ბათუმის კამპუსში ამ უნარებს მოსწავლეებს პირველი კლასიდან უვითარებენ. გთავაზობთ ინტერვიუს თამარ მახარაძესთან, ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის „ინფორმაციული სისტემების და ტექნოლოგიების“ (ისტ-ის) მასწავლებელთან, რომელმაც მოიპოვა მაღალი ნდობა და მოსწავლეების დიდი სიყვარული.
დავიწყოთ ახალი ტერმინის განმარტებით – რა არის “ისტი”?
“ისტ-ი” – როგორც ციფრული ტექნოლოგიების, საკომუნიკაციო საშუალებებისა და ქსელების გამოყენების უნარია, მათი დანიშნულების შესაბამისად.
ჩვენ მოვიხმართ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს: ვსარგებლობთ მობილური ტელეფონით, ვუკავშირდებით ერთმანეთს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მოვიძიებთ ინფორმაციას ინტერნეტში, ერთმანეთს ვუზიარებთ და ვუცვლით ინფორმაციას. ჩვენი ყოველდღიური თუ პროფესიული საქმიანობა სულ უფრო მეტად მოითხოვს ისტ-ის საფუძვლიან ცოდნასა და სისტემატურ გამოყენებას.
ისტ-ის სწავლა ემსახურება ეთიკური, ინფორმირებული, კანონთა პატივისმცემელი და ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტურად გამოყენების უნარის მქონე პიროვნების აღზრდას;
რამდენად მნიშვნელოვანია ეს საგანი ბავშვების განვითარებისთვის?
მასწავლებლები სასწავლო პროცესში ხშირად იყენებენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, რათა საინტერესო და მრავალფეროვანი გახადონ საგაკვეთილო პროცესი. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლების დაწყებით საფეხურზე, როდესაც საგნების უმეტესობა ისწავლება ინტეგრირებულად. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას.
რა მეთოდები გამოიყენება?
საწყისი ეტაპსთვის პროგრამა Power Point-ის საშუალებით მოსწავლეებს გავუკეთოთ ანიმაციური, ილუსტრირებული ამბავი, რომელიც სახალისო და საინტერესოა მათთვის. ამ ასაკის ბავშვებს აქვთ ხატოვანი, თვალსაჩინო მეხსიერება, ამიტომ ასეთი მეთოდით ახსნა დადებით გავლენას ახდენს, მათ მეხსიერებაში ახალი ინფორმაციის დამახსოვრებაში. შემდგომ უკვე პრაქტიკაში გადაგვაქვს ეს ყველაფერი და ვცდილობთ თვითონ შექმნან პატრა ილუსტრაციები.
რატომ არ ასწავლიდნენ ადრე ამ საგანს?
ინფორმატიკა, მათემატიკის მსგავსად, სხვა მეცნიერებებს ემსახურება. იგი არ შეისწავლის კონკრეტულ მატერიალურ ობიექტებს ან პროცესებს. ინფორმატიკა სხვა სფეროებს ამარაგებს გამოთვლითი მეთოდებით, რომლებიც თავდაპირველად გამოიყენებოდა ატომური ფიზიკისა და საფრენი აპარატების მექანიკის დარგში, მოგვიანებით – ეკონომიკისა და ადმინისტრაციული მართვის სფეროში, ამჟამად კი მისი მომხმარებელია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თითქმის ყველა დარგი.
ინფორმატიკის განვითარებას დიდი სტიმული მისცა კომპიუტერის გამოგონებამ და კომპიუტერული ტექნოლოგიის განვითარებამ. ამიტომ არ ისწავლებოდა ისტი, როგორც საგანი. დღეს დღეობით კი, კომპიტერის და ქსელების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.
რა მოგწონთ სწავლებისას?
ისტ – ის სახით მასწავლებელს აქვს დიდი რესურსი, არ არის შეზღუდული გაკვეთილის ჩარატების დროს, ეს მის ფანტაზიასა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესში ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას. გარდა იმისა, რომ ისტ-ის გამოყენებით შესაძლებელია უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიკური სასწავლო მასალის შექმნა და გამოყენება, მისი საშუალებით შესაძლებელია სასწავლო შინაარსი გავხადოთ ინტერაქტიული.
სკოლა პროგრესზე რას გვეტყვით, რატომ გადაწყვიტეთ სწორედ აქ ასწავლოთ?
„პროგრესი“ არის 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი საუნჯე, სკოლის სახით რაც ქართულ განათლების სივრცეში არსებობს. ეს სკოლა ნამდვილად ზრდის პროგრესულად მოაზროვნე ბავშვებს, ხელს უწყობს თითოეულ მოსწავლეს განვითარებაში, მათი ინოვაციური იდეების განხორციელებასა და დანერგვაში. სკოლა თავაზობს ბავშვებს არაჩვეულებრივ გაცვლით პროგრამებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელიცაა მათი ცოდნის გაღრმავებისთვის, ინტერესის სფეროს გაფართოვებისთვის.
თავისუფალ დროს ისევ ტექნოლოგიებით ტვირთავთ?
როგორც პედაგოგთა უმრავლესობა, მეც ვცდილობ თავისუფალი დრო ჩემი ცოდნის გაფართოებას, სიახლეების გაცნობას და კარიერულ წინსვლას დავუთმო. ტრენინგები, სიახლეების გაცნობა, უამრავი ახალი პროგრამა და აპარატურაა, ისე სწრაფად ვითარდება ყველაფერი, ყოველივე ამას სწავლა და პრაქტიულად გამოყენება სჭირდება. ასევე მაქვს ოჯახი, ვარ ორი შვილის დედა და ვცდილობ თავისუფალი დრო მათთან ერთად გავატარო, დავეხმარო ახალი ინფორმაციის ათვისებაში და ჩემი პედაგოგიური გამოცდილება მათთანაც გამოვიყენო.
როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენი მოსწავლეები ათი წლის შემდეგ?
ათი წელი?! ეს საკმაოდ დიდი დროა. ვფიქრობ ჩვენი მოსწავლეები ათი წლის შემდეგ იქნებიან შემდგარი პროფესიონალები თავიანთ სფეროში, რა პროფესიებსაც ისინი აირჩევენ. რადგან ჩვენი სკოლა მათ, ხელს უწყობს მათი ყველა იდეის განხორციელებაში, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინტერესი პროფესიის არჩევისას არ იქნება თავის დროზე შეზღუდული, პირიქით, საშუალება აქვთ კონკრეტული მიმართულებებით მეტად გაიღრმავონ ცოდნა. ისინი ათი წლის შემდგომ იქნებიან: წარმატებული ფინანსისტები, ბანკირები, პროგრამისტები და სახელმწიფო მაღალჩინოსნები.
და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი საგანი ათი წლის შემდეგ?
ჩვენ ვხედავთ, რომ IT, ბიო და სხვა ტექნოლოგიები სწრაფად შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში. ახლა ყველა სკოლის მოსწავლემ, მაგრამ არა ყველა ზრდასრულმა, იცის, რომ კაცობრიობამ ინდუსტრიული ეპოქიდან გადაინაცვლა პოსტ-ინდუსტრიულ (ან ციფრულ, ინფორმაციულ) სფეროში. მოხდა უახლესი ტექნოლოგიური რევოლუცია. მაღალი ტექნოლოგიები ცვლის კაცობრიობის მოთხოვნილებებს ულტრა სწრაფი ტემპით. ამიტომ, ინდუსტრიული ეპოქის მრავალი პროფესია უკითხავი გახდა. აქედან გამომდინარე, როგორც საკვების და წყლის გარეშე წარმოუგენელია დღეს ცხოვრება, ასე იქნება ტექნოლოგიების გარეშე ცხოვრებაც, იმდენად სწრაფად ვითარდება და ინერგება ეს სფერო ჩვენს ყოველღიურ ცხოვრებაში.
ავტ. სკოლა “პროგრესის” ბათუმის ფილიალი