თანამედროვე მასწავლებელი ნიშნავს არასდროს შეაჩერო სწავლა და პროგრესი – სკოლა “პროგრესი” (ბათუმი)
მე ვარ მაია ქათამაძე, ბათუმელი. ვასწავლი ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესში”, სადაც ინგლისური ენის შესწავლა ერთ-ერთი პრიორიტეტული, საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ამ საგნის მიმართ მოლოდინი ძალიან მაღალია მოსწავლეებში და მშობლებში.
ჩვენი პედაგოგები მუდმივად იღწვიან კარიერული წინსვლისთვის, როგორც ენის განვითარების კუთხით, ასევე თანამედროვე მეთოდებით სწავლების სტრატეგიებისა და მიდგომების, ძიების თვალსზრისით. Ამიტომაც ორი წლის წინ სკოლა „პროგრესის“ მხარდაჭერით გავემგზავრე აზეირბარჯანში, ქალაქ ბაქოში, მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამების ცენტში, სადაც გავიარე საერთაშორისოდ აღიარებული TESOL-ის კურსი. დასახელება ასე იშიფრება “Teaching English to Speakers of other Languages” – კურსი მოიცავს მეთოდებს და პრაქტიკულ მოდულებს იმაზე თუ როგორ ვასწავლოთ ინგლისური, როგორც მეორე უცხო ენა.
Როგორი იყო კურსი? ირტენსიური. დატვირთული იყო სემინარებით, პრაქტიკული სავარჯიშოებით, სწავლების ახალი მეთოდებით, ნოვატორული მიდგომებით, რაც საჭიროა გაკვეთილების სწორად დაგეგმვა და წარმართვა-ისთვი. Მოდულები მოიცავდა ყველა უნარზე გათვლილ ( საუბარი, წერა, კითხვა, მოსმენა) აქტივობებს.
Განსაკუთრებული ყურადღება მიექცა შემდეგს: ბლუმის ტაქსონომია, სწავლების სხვადასხვა სტილი, ლექსიკის და გრამატიკის სწავლება, ინდუქციური და დედუქციური მეთოდი, გაკვეთილის შეფასება, უკუკავშირი, ინსტრუქციები, დროის მართვა, მიზნისა და შედეგის ურთიერთკავშირი, საკლასო გარემო, ინტეგრირება, კონსტრუქტივიზმი, მოტივაცია და ა.შ ერთი სიტყვით კურში გაერთიანებული იყო ყველა ის პროფესიული ზრდისთვის საჭირო ტრენინგი, რაც აუცილებლად უნდა გაიაროს ინგლისურის ყველა პედაგოგმა.
ჯგუფში ვიყავით სხვადასხვა ეროვნების ადამიანები, ერთმანეთსთვის უნდა გაგვეზიარებინა გამოცდილება და ახალ მეთოდებზე მოსაზრებები, ამიტომაც ყველა ვიყავით გახსნილი, პოზიტიური და კომუნიკაბელური.
კურსის გავლის შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა ვისწავლე 24 საათი საკუთარ თავთან მუშაობა, საკუთარი სისუსტის დანახვა, აღიარება და გამოსწორება… გაკვეთილის ხარისხიანად, პოზიტიურად, განსხვავებულად, და მიზნობრივად ჩატარება და სხვა მასწავლებლებისთვის გაზიარება, კოლაბორაცია.
მთავარი არ არის მოსწავლისთვის გარკვეული ცოდნის გადაცემა- სწავლება, არამედ მის მიერ ამ ცოდნის სხვა გარემოში გამოყენება, გაანალიზება და გააზრება, ეს არის მნიშვნელოვანი.
უდიდესი სიამოვნებაა როდესაც იქ მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას ვიყენებ, როგორც საკუთარ გაკვეთილებზე, ასევე სხვა მასწავლებლების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე, ვფიქრობ სწორად ვაფასებ, ავღნიშნავ და შესაბამის რეკომენდაციებს ვაძლევ ჩვენი სკოლის არაჩვეულებრივ პედაგოგებს, რომლებიც მუდმივად მიისწრაფიან წინსვლისაკენ!
სკოლა პროგრესში გაკვეთილები მიმდინარეობს, ხალისიანად, განხვავებულად და მიზნობრივად. ჩვენი მიზანია მოსწავლისთვის თითოეული გაკვეთილი ვაქციოთ საინტერესო თავგადასავლად!
სკოლა პროგრესში მზადდება საერთაშორისო TESOL-ის კურსი, რომელიც ადგილობრივ პედაგოგებს გადაამზადებს და საერთაშორისო სერტიფიკატს გასცემს. ამიტომ, ვისაც სურვილი გაქვთ დაიწყოთ საინტერესო თავგადასავალი, შემოგვიერთდით!