„გამოიცანი ვინ ვარ“ – თამაში, რომლითაც მოსწავლეს, შვილს მწერლის ბიოგრაფიას მარტივად შეასწავლით (+ვიდეო)
„სკოლებში მწერლების ნაშრომები ისწავლება, მაგრამ მწერლების ბიოგრაფია სასკოლო სახელმძღვანელოებში არ არის და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ თამაშის აქტიურად გამოყენება”, – უხსნის EDU.ARIS.GE-ს გორის მე-10 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, დალი მაჩიტაშვილი და ჩვენი მკითხველებისათვის იმ შემეცნებითი აქტივობის შესახებ ვიდეოსა და ინსტრუქციას გვიზიარებს, რომლის გამოყენებითაც საზაფხულო არდადეგებზე მოსწავლეს, შვილს მწერლების ბიოგრაფიას მარტივად შეასწავლით.
პედაგოგის თქმით, თუ ამ თამაშით მოზარდს 5 მწერლის ბიოგრაფიას საფუძვლიანად შეასწავლით, ეს უკვე კარგი შედეგი იქნება.
„მშობლებო, თამაშისთვის გირჩევთ შეარჩიოთ შემდეგი მწერლები: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ნოდარ დუმბაძე.. მათი შემოქმედების გაცნობა ზედა კლასებში მოუწევთ თქვენს შვილებს, ამით კი საქმეს გაუმარტივებთ”, – ამბობს პედაგოგი.
იხილეთ ვიდეო:
@daliko11112 დავისწავლეთ მწერლების ბიოგრაფიები და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო აქტივობა გამოგვივიდა <ე გორისმეათესაჯაროსკოლა
“გამოიცანი ვინ ვარ” – თამაშის გეგმა/ინსტრუქცია
1. შეასწავლეთ შვილს 5 მწერლის ბიოგრაფია – ამოუბეჭდეთ შერჩეული მწერლების ბიოგრაფიის შესახებ ინფორმაცია და დაასწავლეთ (მაქსიმუმ 1-2 გვერდი). უთხარით, რომ 3 დღის შემდეგ თქვენ მათ ჩაუტარებთ თამაშს, რომელსაც ჰქვია “გამოიცანი ვინ ვარ”.
2. თამაშისთვის დაგჭირდებთ 5 მწერლის ფოტო, შექმენით გვირგვინი – თაბახის ფურცლისგან გააკეთეთ მოზრდილი გვირგვინი. ყველაზე მატივია, თაბახის ფურცელი წვრილად დაკეცოთ და ბოლო კუთხეების მიიაწებოთ. როცა წრეს მიიღებთ, მწერლის ფოტო წინა ნაწილში დააწებეთ. ასე თქვენ გექნებათ გვირგვინი, რომელზეც წინა მხარეს გამოსახულია კონკრეტული მწერლის ფოტო. თამაშის პროცესში კი ფოტოს მოხსნით და დაამაგრებთ სხვა მწერლის სურათს.
3. გამოიცნი ვინ ხარ – დაუმაგრეთ შვილს, მოსწავლეს თავზე გვირგვინი ისე, რომ ვერ ხედავდეს თუ ვინ არის გამოსახული ფოტოზე. ჰკითხეთ დეტალები ამ ავტორის ბიოგრაფიის შესახებ. შეეცადეთ, ისეთი კითხვები არ დასვათ, რომ მარტივად მივიდეს პასუხამდე.
4. ჩაატარე ეს თამაში ხშირად – რაც უფრო ხშირად ჩაატარებთ ამ თამაშს, მოზარდი კიდევ უფრო მეტს ისწავლის და მისი ცოდნაც კონკრეტული ავტორის ბიოგრაფიის შესახებ გაცილებით მყარი იქნება.