გამომგონებელთა კონკურსის მთავარი პრიზიორები აია–GESS-ის მოსწავლეები გახდნენ
გამომგონებელთა კონკურსის მთავარი პრიზიორები აია–GESS-ის მოსწავლეები გახდნენ.
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გრანპრი გადაეცა გიორგი მარგიანს, ბექა მიქაძეს და ვახტანგ კონტრიძეს გამოგონებისთვის „ჰარვესტერ-რეციკლერი”, ხუთი-ერთში. გამარჯვებულები შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემზგზავრებიან.
I ადგილისა და 5 000 ლარის მფლობელები გახდნენ ეკატერინე დადიანი, ცოტნე დადიანი და ნიკო გიორგაძე პროექტით „პეპლის ეფექტი”, ორმაგი პოტენციალური ორმოს მახასიათებლიანი ბი-სტაბილური ულტრამსუბუქი კარბონის კინემური წყვილის დამზადება და ბიფურკაციული თვისების გამოკვლევა;
II ადგილი და 3 000 ლარი – ალექსანდრე ხოხიაშვილი, დიმიტრი კორკოტაშვილი და გიორგი ლომჯარია პროექტით – ტრანზისტორიდან პროცესორამდე;
III ადგილი და 2 000 ლარი ერგოთ გიორგი შელეგიასა და ამირან აფციაურს პროექტით „ელექტრო გენერატორი Follow me”.
-
საახალწლო ღონისძიება AIA-GESS-ში – პირველკლასელებმა მაყურებელს მიუზიკლი „საახალწლო მეჯლისი“ წარუდგინეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
„გახდი სანტა“ – AIA-GESS-ის მოსწავლეებმა საქველმოქმედო პროექტი განახორციელეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლე ინოვაციებისა და მეწარმეობის პროგრამაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS











