GE
29 მაისი, 2021 11:38

გამოწვევებით დატვირთული 2020-2021 სასწავლო წელი პირველ კლასელებისათვის

გამოწვევებით დატვირთული აღმოჩნა 2020-2021 სასწავლო წელი პირველი კლასელებისათვის. ნაცვლად იმისა, რომ სკოლის ეზო, დერეფნები და ოთახები აეხმაურებინათ, სასწავლო წლის დიდი ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე გაატარეს, ხოლო პიდაპირი სწავლების დროს, სკოლაში მოუწიათ გამკლავებოდნენ მათი ასაკისთვის საკმაოდ რთულ გამოწვევბს და ამ ყოველივეს კი ერთვოდა ის, რომ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის იყო ენობრივი ბარიერი, რაც კიდევ უფრო ართულებდა სწავლა – სწავლების პროცესს.

,,მაარიფის სკოლის მიზანია მოსწავლეთა ინდივიდუალირი საჭიროების დადგენა და მათზე მორგებული სასწავლო პრცესის დაგეგმვა. ენის შესწავლის პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობს ლექსიკა. ბევრი სახალისო და აქტიური აქტივობების მეშვეუბით ვცდილობდი, გამემდიდრებინა მოსწავლეთა ლექსიკური მარაგი. ერთად მოვიფიქრეთ რამოდენიმე აქტივობა, რომელთაც საკმაოდ ხშირად ვიყენედით საგაკვეთილო პროცესში. ერთ–ერთი მათგანი არის „ერთი ქართული სიტყვა“. ის მოსწავლე ვინც დაიჭერდა ბურთს, სანაცვლოდ ერთ ქართულ სიტყვას ამბობდა, ეტაპობრივად რთულდებოდა ეს თამაში და ერთ კონკრეტულ ასო–ბგერაზე დაწყებულ სიტყვას ამბობდენ. ამ თამაშით მოსწავლეები ძაბავდნენ გონებას იხსენებდნენ კონკრეტულ ასო–ბგერაზე დაწყებულ სიტყვებს და ცდილობდენენ ყოველ ჯერზე სხვადასხვა სიტყვები დაესახელებინათ. ასევე ერთ–ერთი ყველაზე სახალისო აქტივობა იყო ბავშვებისთვის ზღაპრის წაკითხვა და შემდგომ ანიმაციის ნახვა, რა თქმა უნდა, ქართულ ენაზე. სახალისო აქტივობა იყო „დაასრულე ზღაპარი“, წავიკითხავდით ზღაპრის დასაწყისს, ხოლო მოსწავლეები სხვადასხვა გვარი ინტერპრეტაციით ასრულებდნენ ზღაპარს, ზოგი ხატავდა, ზოგი წერდა. ამ და სხვა სახალისო და შემეცნებითი აქტივობების გამოყენებით მოსწავლეებმა ისწავლეს ქართულად წერა–კითხვა და მეტყველება.” – განაცხადა მაარიფის სკოლის მასწავლებელმა.

მოსწავლეები გავუმკლავდნენ ყველა იმ გამოწვევას, რაც ამ სასწავლო წელს მათ წინაშე აღმოჩნდა და წარმატებით დაასრულეს პირველი კლასი. „ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში“ ზრუნავს, რომ გაკვეთილები სახალისო, საინტერესო აქტივოებიბით იყოს დატვირთული.

,,ჩვენ ერთად ვსწავლობთ, ვერთობით და ვცდილობთ, სამყარო უკეთესობისკენ შევცვალოთ.”

EDU.ARIS.GE (განათლება)