ქალაქ გარდაბანში მოქმედ ერთადერთ ქართულ სკოლას მშობლიურ ენაზე ელექტრონული გაზეთი ექნება
ქალაქ გარდაბანში, გარდაბნის #1 საჯარო სკოლა ერთადერთი ქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელშიც ამ ეტაპისთვის 850 მოსწავლე სწავლობს და როგორც დღეს, 7 ნოემბერს, EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, სკოლაში მშობლიურ ქართულ ენაზე პირველი ელექტრონული გაზეთი მომზადდა.
გაზეთის შექმნის იდეა სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებელს ეკუთვნით, რომელიც ამავდროულად სკოლის მოქმედი დირექტორია – ეკატერინე ხარძიანი.
“ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მერვეკლასელებს გაუჩნდათ იდეა, რომ შექმნილიყო სკოლის გაზეთი. ამ იდეის განსახორციელებლად ჯერ დავაფუძნეთ ჟურნალისტური კლუბი. ამჟამად კი გაზეთის ელექტრონული ვერსია უკვე შექმნილია და საყვარელ მკითხველს ელოდება”,- გვითხრეს გარდაბნის პირველ საჯარო სკოლაში.
მათი ინფორმაციით, გაზეთის გამოცემა თვეში ერთხელ მოხდება და მასში ასახული იქნება როგორც სკოლის სიახლეები, ისე მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის საჭირო ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაციები მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის მიმდინარე კონკურსების, ინიციატივებისა და ვაკანსიების შესახებ.
-
„ჩემი პირველი ნერგი“ – პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდება by სკოლების ამბები
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
N47 საჯარო სკოლა და კლასიკური გიმნაზია სწავლას ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ თბილისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო by სკოლების ამბები