„გახდი სანტა“ – AIA-GESS-ის მოსწავლეებმა საქველმოქმედო პროექტი განახორციელეს
გიმნაზია AIA-GESS-ის მე-10 კლასების მოსწავლეებმა, მშობლების მხარდაჭერით, საქველმოქმედო პროექტი, სახელწოდებით „გახდი სანტა“ განახორციელეს.
გიმნაზიის მიერ 26 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, წინასაახალწლო პერიოდში, მოსწავლეები ხანდაზმულთა პანსიონატის – „Friendly Community“-ის ბინადრებისთვის საიდუმლო სანტები გახდნენ.
პროექტის ფარგლებში, ხანდაზმულებმა სურვილების წერილები დაწერეს, ბავშვებმა კი დიდი მონდომებით მოამზადეს საჩუქრები და თითოეული ხანდაზმულის სურვილი რეალობად აქციეს.
„პანსიონატში სტუმრობის დღე განსაკუთრებით თბილი და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა. თაობებს შორის შეხვედრამ და გულწრფელმა ყურადღებამ როგორც მასპინძლების, ისე ბავშვების გულებში წარუშლელი კვალი დატოვა.
AIA-GESS-სთვის პრიორიტეტულია მსგავსი ინიციატივები, რადგან ისინი მოსწავლეებში თანაგრძნობის, სოციალური პასუხისმგებლობისა და სიკეთის კეთების უნარებს ავითარებს. მადლობა თითოეულ მონაწილესა და მშობელს ამ ჯადოსნური დღის შექმნისთვის!“, – აცხადებენ გიმნაზიაში.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS