Gen Z-ის პასუხი ტრადიციულ განათლებას – „სხარტი გარეპვით განეიტრალებული საგამოცდო სტრესი“ (+მოსწავლის ვიდეო)
სკოლა ახლა მცირე ინოვაციას ითვისებს – ეს არის ბიტით (სხარტი გარეპვა) გაკვეთილის მოყოლა.
შეიძლება ვთქვათ, რომ Gen Z-ის აქვს პასუხი ტრადიციულ განათლებაზე – “მიკროფონი კალმის ნაცვლად, დაზეპირების ნაცვად კი მეტი შემოქმედებითობა!”.
სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ისტორიის პედაგოგი, ნათია დავითაია, EDU.ARIS.GE-ს ესაუბრება, რომ ამ ინოვაციას სკოლის შემაჯამებელ გამოცდებზეც ნერგავს.
ნათიას ასეთი მიდგომა აქვს შერჩეული: “ჩამაბარე, როგორც გინდა, მთავარია, მაჩვენო რა ისწავლე!“.
იხილეთ ბიტით ჩაბარებული ისტორიის გაკვეთილი:
მეათე კლასის მოსწავლე, ალექსი ვახანიას ვიდეო
„ბიტით (სხარტი გარეპვა) ყველას არ შეუძლია, თუმცა თემის შესაჯამებლად თავისუფლებას ვაძლევ. შეუძლიათ, რომ თავად შემომთავაზონ, თუ როგორ, რა სახით სურთ ჩაბარება. ამ სახით მხოლოდ ალექსიმ შეძლო, სხვები პრეზენტაციის ან რეფერატების სახით მაბარებენ. ხშირად, სახალისო თამაშებს ვიგონებთ და ეს ყველზე საუკეთესო მეთოდია ნასწავლის შესაჯამებლად. ეს მართლაც არის ბიტით განეიტრალებული საგამოცდო სტრესი“, – გვესაუბრა პედაგოგი.
ამავე თემაზე:
-
საქართველოს რომელ რეგიონში რამდენი სკოლაა და რომელი მუნიციპალიტეტები ლიდერობს – საქსტატის ბოლო მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მე-12 კლასის მოსწავლე დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ ხელოვნების უნივერსიტეტში ჩაირიცხა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
რატომ ჭიანურდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და რომელმა უწყებამ რამდენი დახარჯა სამუშაოებზე ბოლო 3 თვეში by სკოლების ამბები