გიმნაზია აია-ჯესი კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას ულოცავს
სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS კურსდამთავრებულებს ულოცავს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას და მათ ბედნიერ სტუდენტობას უსურვებს. სკოლის დირექციის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილს უცვლელად გთავაზობთ.
,,დარწმუნებული ვართ, თითოეულ თქვენგანს არაერთხელ გიოცნებიათ ამ დღეზე, ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეზე თქვენს ცხოვრებაში. ზარი, რომელიც დღეს სკოლაში საზეიმო ვითარებაში უნდა გაჟღერებულიყო ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი უნდა ყოფილიყო თქვენთვის, ახალი წარმატებების, ლამაზი თავგადასავლების დასაწყისის მაუწყებელი. ზარი არ გაჟღერდა – ეს ბევრს არაფერს ნიშნავს ჩვენო ნიჭიერო და ულამაზესო ახალგაზრდებო. ახალი ეტაპი იწყება, ახალი თავგადასავლების, წარმატებების, ბედნიერი ცხოვრების,თქვენი განუმეორებელი ცხოვრების ახალი ეტაპი. გლოცავთ და გეფერებით “ონლაინ” და გვაპატიეთ ეს დისტანციური მოფერება.
გისურვებთ უბედნიერეს სტუდენტობას, უჭირველ, ურცხვინველ, დღეგრძელ ცხოვრებას, უფალმა აკურთხოს თქვენი აწმყო და თქვენი მომავალი… გისურვებთ ულამაზესი კვალი გაგევლოთ თქვენეული და გამორჩეული, დაწახნაგებული ალმასებივით გებრწყინოთ მთელი ცხოვრება. გილოცავთ, გლოცავთ, „ღმერთს ებარებოდეთ”, – სკოლის დირექცია.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS