გიმნაზია „აია-ჯესს“-ის გეოგრაფიის მასწავლებელი, TED 2025-ის მონაწილეა
გიმნაზია „აია-ჯესს“-ის გეოგრაფიის მასწავლებელი, მარინა ხარიტონაშვილი, როგორც საქართველოს წარმომადგენელი, მონაწილეობს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა TED (Transatlantic Educators Dialogue) 2025-ში.
TED უნიკალური პროგრამაა, რომელიც აერთიანებს მასწავლებლებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან, რათა მათ ერთობლივად შეისწავლონ და განიხილონ განათლების სფეროს მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორებიცაა: გლობალური თანამშრომლობა, ინდივიდუალური საჭიროებების მხარდაჭერა, მშობლების ჩართულობა და ტექნოლოგიების ინტეგრირება საკლასო ოთახში.
ეს არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ კულტურული დიალოგის პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს ურთიერთგაგებასა და საუკეთესო საგანმანათლებლო პრაქტიკის გაზიარებას.
სკოლა ულოცავს მარინა ხარიტონაშვილს ამ მნიშვნელოვან წარმატებას! ვამაყობთ და ვგულშემატკივრობთ!
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS