6 თებერვალი, 2025 09:58
გიმნაზია „აია-ჯესს“-ის ინგლისურის მასწავლებელი, ფულბრაიტის პროგრამის გამარჯვებული გახდა
გიმნაზია „აია-ჯესს“-ის ინგლისურის მასწავლებელი, ლალი ტერტერაშვილი, ფულბრაიტის პროგრამის გამარჯვებული გახდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა!
ფულბრაიტის პროგრამა ყოველწლიურად მხოლოდ ორ მასწავლებელს აძლევს ამ უნიკალურ შესაძლებლობას, სრული დაფინანსებით გაიარონ სტაჟირება ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში.
ლალი უკვე ბოსტონის უნივერსიტეტში იმყოფება და დარწმუნებული ვართ, რომ ახალი ცოდნითა და გამოცდილებით დაბრუნდება.
უკვე დავგეგმეთ გაერთიანებული ონლაინ გაკვეთილი აია-ჯესის მოსწავლეებისა და ამერიკელი ბავშვებისთვის, რომლებიც ისე დაინტერესდნენ ჩვენი ქვეყნის კულტურით, რომ სტატიას ამზადებენ საქართველოს შესახებ.
გიმნაზია ულოცავს ლალი ტერტერაშვილს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ნაყოფიერ სტაჟირებას უსურვებს.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეთა გუნდმა „ტვინების ბრძოლის“ თბილისის ფინალში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლემ LingoStar-ის ინგლისური ენის ოლიმპიადის საგაზაფხულო სეზონში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS