7 ოქტომბერი, 2024 10:11
გიმნაზია „აია-ჯესს“-ის კურსდამთავრებული სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლაში სრული დაფინანსებით გააგრძელებს სწავლას
გიმნაზია „აია-ჯესს“-ის კურსდამთავრებული, ნანა ქაჯაია, შვედეთის ინსტიტუტის სრული დაფინანსებით აგრძელებს სწავლას სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლაში, ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაზე.გიმნაზია.
„სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლა ევროპის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით. სამაგისტრო პროგრამა მაძლევს შესაძლებლობას დავეუფლო უახლეს მიდგომებს ეკონომიკის სფეროში და გავიღრმავო ცოდნა მონაცემთა მეცნერების მიმართულებით.
ვფიქრობ, რომ ჩემს კარიერულ და პირად განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია აია-ჯესსში გატარებულმა წლებმა, რისთვისაც მადლობას ვუხდი სკოლის არაჩვეულებრივ მასწავლებლებს”, – ამბობს, ნანა ქაჯაია
სკოლა ამაყობს ნანას აკადემიური მიღწევებით და წარმატებებს უსურვებს კურსდამთავრებულს!
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები ესპანეთში, ინტენსიურ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
„მისია: ნულოვანი ნარჩენი“ – AIA-GESS-ის მოსწავლეები გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივას შეუერთდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეთა გუნდმა „ტვინების ბრძოლის“ თბილისის ფინალში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS