გიმნაზია „აია-ჯესს“-ის კურსდამთავრებული სწავლას Drew University-ში გააგრძელებს
გიმნაზია „აია-ჯესს“-ის კურსდამთავრებული, ბარბარე ბიჭიკაშვილი, სწავლას Drew University-ში გააგრძელებს.
ბარბარემ წარმატებით დაამთავრა Bergen Community College პოლიტიკურ მეცნიერებათა ხარისხით და მოიპოვა $34,000-იანი დაფინანსება Drew University-ში სწავლის გასაგრძელებლად, სადაც პოლიტიკურ მეცნიერებებს პრე-იურიდიული მიმართულებით შეისწავლის.
“სკოლა ჩემთვის არის რეალობად ქცეული ოცნებების დაბადების ადგილი. ის, რაც ერთხელ აია-ჯესის კედლებში ჩავიფიქრე, დღეს უკვე ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია”, – ამბობს ბარბარე.
Drew University პრესტიჟული უნივერსიტეტია, რომელიც სტაბილურად ინარჩუნებს მოწინავე ადგილს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო National Liberal Arts College.
“მიხარია, რომ გავხდი იმ სივრცის ნაწილი, სადაც არაერთი ცნობილი მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი და ნობელის პრემიის მფლობელი სწავლობდა”, – გვიზიარებს ბარბარე.
ბარბარეს წარმატებაში უდიდესი წვლილი ჩვენს მასწავლებლებსაც მიუძღვით. “მათი დახმარებით გამოვიმუშავე ის უნარ-ჩვევები, რომლებიც გარდამტეხია განვითარებისა და წარმატების მისაღწევად მთელი ცხოვრების მანძილზე”.
აღსანიშნავია, რომ ბარბარე, Bergen Community College-ში სწავლისას, Phi Theta Kappa Honor Society-ის წევრიც გახდა, როგორც უმაღლესი აკადემიური მიღწევების მქონე სტუდენტი.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
რა შექმნა AIA-GESS-ის მოსწავლემ – სამაჯური, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, სანდო პირს ან 112-ს უკავშირდება by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის საზაფხულო სკოლა დასრულდა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS