გიმნაზია „აია-ჯესს“-ის კურსდამთავრებული სწავლას გერმანიაში, Constructor University-ში გააგრძელებს
გიმნაზია „აია-ჯესს“-ის კურსდამთავრებული, ნიკოლოზ სიხარულიძე სწავლას გერმანიაში, Constructor University-ში ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტზე გააგრძელებს!
ნიკოლოზმა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის დაფინანსება მოიპოვა 56,000 ევროს ოდენობით და ბრემენში გაემგზავრა.
“აია-GESS-ში არსებული გაცვლითი პროგრამების დახმარებით გავიცანი ევროპის სხვადასხვა ქვეყანა და გავიზარდე პიროვნულად, რამაც მიმიყვანა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან პროფესიულ გადაწყვეტილებამდე და სწავლას ვაგრძელებ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში.
ყოველთვის განსაკუთრებულ ერთგულებას და თანადგომას ვგრძნობდი სკოლისგან. მადლობა ჩემს სკოლას, სკოლის დირექტორს, მასწავლებლებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც აია-GESS-ის სახელთან არის დაკავშირებული.“ – ამბობს ნიკოლოზ სიხარულიძე.
სკოლა ულოცავს ნიკოლოზს და წარმატებებს ვუსურვებთ!
-
AIA-GESS-ის მოსწავლეთა გუნდმა „ტვინების ბრძოლის“ თბილისის ფინალში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლემ LingoStar-ის ინგლისური ენის ოლიმპიადის საგაზაფხულო სეზონში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS