გიმნაზია „აია-ჯესს“-ის მოსწავლე ASSIST Scholarships-ის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულია
გიმნაზია „აია-ჯესსის“ მოსწავლემ ნინო შენგელიამ ASSIST Scholarships-ის სასტიპენდიო პროგრამაში გაიმარჯვა და პენსილვანიის შტატში 1746 წელს დაარსებულ Linden Hall – ის Boarding სკოლაში გაემგზავრება!
Linden Hall – ის სკოლა მრავალფეროვანი კლუბებით და აქტივობებით გამოირჩევა. მოსწავლეებს სთავაზობენ, როგორც ფრენის და ჯირითის გაკვეთილებს, ასევე ვირტუალური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობასა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიებს.
“ვაპირებ, რომ მომავალ წელს ჩემი მაქსიმუმი გამოვავლინო და რაც შეიძლება მეტი უნარი და გამოცდილება შევიძინო. პროფესიის მხრივ, მინდა მედიცინა ვისწავლო. კონკრეტულ განხრად, ამ დროისთვის, ნეირო ოფთამოლოგია მაქვს არჩეული.” – ამბობს, ნინო შენგელია.
ASSIST Scholarship program არის სტუდენტთა გაცვლის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს გამოჩენილ საერთაშორისო სტუდენტებს წამყვან ამერიკულ დამოუკიდებელ სკოლებთან. მათი მუშაობა ხელს უწყობს კულტურულ გაგებასა და გლობალურ მოქალაქეობას. პროგრამა მოსწავლეებს აძლევს საშუალებას უფასოდ მიიღონ უმაღლესი დონის განათლება და გამოცდილება აშშ-ში.
სკოლა ულოცავს მოსწავლეს გამარჯვებას და სამომავლოდ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს უსურვებს.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეთა გუნდმა „ტვინების ბრძოლის“ თბილისის ფინალში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლემ LingoStar-ის ინგლისური ენის ოლიმპიადის საგაზაფხულო სეზონში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS