გიმნაზია „აია-ჯესს“-ის მოსწავლე შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში გაემგზავრა
გიმნაზია „აია-ჯესს“-ის მოსწავლე, ნიკოლოზ ლიპინსკი შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში გაემგზავრა! მისმა გუნდმა – Optical Visionaries ათასწლეულის ინოვაციის კონკურსზე მესამე ადგილი დაიკავა და ლიბერთი ბანკის დაფინანსებით CERN – ში გაემგზავრა.
საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებმა ცერნის მუონების კომპაქტური სოლენოიდის დეტექტორი, მისი საკონტროლო ცენტრი, ATLAS ვიზიტორთა ცენტრი და სინქრო-ციკლოტრონი მოინახულეს.
?? ასევე, გუნდი ეწვია ჟენევის უნივერსიტეტს, გაეროს შტაბ-ბინასა და ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტს.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, აშშ-ის საელჩოს, ლიბერთი ბანკის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და სხვადასხვა პარტნიორების მხარდაჭერით.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS