22 მარტი, 2024 10:10
გიმნაზია „აია-ჯესს“-ის მოსწავლეებმა აბიტურიენტებისთვის განკუთვნილ კონკურსში გაიმარჯვეს
გიმნაზია „აია-ჯესს“-ის ის მოსწავლეების გიორგი ზაუტაშვილისა და ნიკა ლიპინსკის გუნდმა აბიტურიენტებისთვის განკუთვნილ კონკურსში გაიმარჯვა!
CU CODE QUEST – ზე მონაწილეებს უნდა შეექმნათ თამაში Scratch პროგრამირების ენაზე.
გიორგიმ და ნიკამ შექმნეს რამდენიმე დონიანი თამაში პლატფორმერი, რომელსაც ReTrial დაარქვეს.
კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ კოდირებისა და თამაშის განვითარების საწყისებს Scratch პლატფორმის საშუალებით და მოესმინათ სპეციალურად შემუშავებული ლექცია პროგრამირების საფუძვლების შესახებ.
გიორგი ზაუტაშვილი და ნიკა ლიპინსკი CU-ს ბრენდირებული ნივთებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ში გაეროს დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS