გიმნაზია „აია-ჯესს“-ის მოსწავლეებმა ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში მიიღეს მონაწილეობა
3-11 აგვისტოს, ჩეხეთის ქალაქ ბრნო-ში გიმნაზია „აია-ჯესს“-ის სკოლის მასწავლებელმა – ნინო ჭანიამ და მოსწავლეებმა: ნია ნორაკიძემ, მარიამ წივილაძემ, თიკა ბოლქვაძემ და ხატია ქოჩქიანმა Georgian Youth for Europe-ის მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღეს Erasmus+ ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში – „Just Art it“
ნინო ჭანია გვიზიარებს გამოცდილებასა და ემოციებს:
„დიდი პატივისცემა და მადლიერება მინდა გამოვხატო #GeorgianYouthForEurope #ErasmusYouth მიმართ, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა „Just Art it-ის“ ფარგლებში წარგვედგინა საქართველო ჩეხეთში, სადაც ვმონაწილეობდით ექვსი ქვეყნის წარმომადგენლები და მივიღეთ უზარმაზარი გამოცდილება, გავეცანით მათ კულტურას, ისტორიას.
ეს პროექტი კარგად უსვამს ხაზს და წარმოჩენს, თუ რა არის სინამდვილეში ევროპა, როგორი ფასეულობებით ცხოვრობს იგი და მოუწოდებს სხვებსაც, ხელს უწყობს ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით კი ეს ეხება საგანმანათლებლო სფეროს, რისი დასტურიც არის ეს პროექტი.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „აია-ჯესს“ მხარდაჭერისთვის, დაფასებისთვის და ნდობისთვის. ეს არის სკოლა, რომელიც მუდამ ორიენტირებულია მოსწავლისა თუ მასწავლებლის განვითარებაზე”.
სკოლა მადლობას უხდის GEN-Z-ის არაჩვეულბრივ წარმომადგენლებს: ნია ნორაკიძეს, მარიამ წივილაძეს, თიკა ბოლქვაძეს და ხატია ქოჩქიანს, რომლებმაც დაუვიწყარი მოგონებები დატოვეს ჩეხეთში, წარადგინეს საქართველო სრულფასოვნად და ამაყად.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეთა გუნდმა „ტვინების ბრძოლის“ თბილისის ფინალში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლემ LingoStar-ის ინგლისური ენის ოლიმპიადის საგაზაფხულო სეზონში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS