გიმნაზია „აია-ჯესს“-ის მოსწავლეებმა ფინეთში, Metsäkartano-ში გამართულ საერთაშორისო პროექტში მიიღეს მონაწილება
გიმნაზია გიმნაზიაში „აია-ჯესს“-ის 6 მოსწავლე ლიდერთან, ლიზი ძნელაძესთან და ესპანელ და ავსტრიელ თანატოლებთან ერთად, ფინეთში, Metsäkartano-ში გამართულ საერთაშორისო პროექტში – “Nordic Nature meets European Cultures” – იღებდნენ მონაწილეობას.
Metsäkartano-ს ულამაზესმა ლოკაციამ და მასპინძლების სტუმართმოყვარეობამ ნამდვილად დაუვიწყარ გამოცდილებად აქცია მოსწავლეთა ფინური მოგზაურობა.
პროექტის მიზანი იყო ევროპული კულტურების ინტეგრაცია ფინურ ბუნებასთან.
მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ესეირნათ ტყეში, ტბის ირგვლივ, გაეტარებინათ ერთი საღამო პატარა ქოხში ცეცხლთან, მოემზადებინათ მარშმელოუები და მადისაღმძვრელი ცხელი შოკოლადი.
აქტივობები იყო მრავალფეროვანი: ტილოზე ხატვა, ხეზე ცოცვა, მშვილდოსნობა, ნიჩბოსნობა კანოეთი, მუსიკალური მხატვრობა, ქვეყნებს შორის სიმღერის კონკურსი და სხვა.
სკოლა მადლობას უხდის მეგობარ ორგანიზაციას Georgian Youth for Europe -ს, რომელიც მუდამ ანებივრებთ საინტერესო და შემოქმედებითი პროექტებით.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS