22 აპრილი, 2024 10:19
გიმნაზია „აია-ჯესს“-ის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს Erasmus-ის ორგანიზებულ ღონისძიებაში
7 მარტს რუსთავში გამართულმა Erasmus-ის ახალგაზრდულმა გაცვლითმა პროგრამამ, “დაფიქრდი სანამ ისაუბრებ” 39 ადამიანს უმასპინძლა საქართველოდან, ხორვატიიდან და თურქეთიდან.
პროექტში მონაწილეობას იღებდნენ, „აია-ჯესს“-ის მოსწავლეები: ნინია მიქაუტაძე, ნუცა ჭიჭინაძე, გიორგი სახეიშვილი, ოთო სუჯაშვილი, გუგა ლომსაძე, მათე ეგრისელაშვილი, გიორგი ონიანი და ალექსანდრე ჟღენტი.
პროექტი მიზნად ისახავდა:
– დებატების ტიპების შესახებ ცნობიერების ამაღლებას;
– დებატების, როგორც სწავლების არაფორმალური მიდგომის დადებითი მხარეების წარმოჩენას;
– პარტნიორი სკოლებისა და ორგანიზაციების გაძლიერებას არაფორმალურ პროექტებში მონაწილეობის მისაღებად;
გიმნაზია მადლობას უხდის მოსწავლეებს გაცვლით პროგრამაში პროაქტიური ჩართულობისთვის.
-
AIA-GESS-ის მოსწავლე Pennsylvania State University-ში ჩაირიცხა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
ეკოკლუბმა – Green Space გიმნაზია AIA-GESS-ში სამეწარმეო გამოფენა გამართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია AIA-GESS-ში – ამჯერად სესია ინგლისურ ენაში გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS