GE
26 აგვისტო, 2024 09:49

გიმნაზია „აია-ჯესს“-ის კურსდამთავრებულმა ერაზმუს მუნდუსის სტიპენდია მოიპოვა

გიმნაზია „აია-ჯესს“-ის კურსდამთავრებულმა, თეონა ხელაძემ, ერაზმუს მუნდუსის სტიპენდია მოიპოვა და სექტემბრიდან სწავლას გააგრძელებს პერსონალიზებული მედიცინის სამაგისტრო პროგრამაზე, სამედიცინო ბიოტექნოლოგიის მიმართულებით.

პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს ისწავლონ 3 სხვადასხვა მიმართულებიდან ერთ-ერთზე: სამედიცინო ბიოტექნოლოგიაზე, კლინიკური კვლევების მიმართულებით ან ბიოინჟინერიაზე.

სამივე მიმართულება კრიტიკულად მნიშვნელოვანია პაციენტებთან ინდივიდუალური მიდგომების დანერგვისა და ზოგადად, პერსონალიზებული მედიცინის განვითარებისთვის.

“მიუხედავად იმისა, რომ სკოლა 4 წლის წინ დავამთავრე, მაინც სულ აღვნიშნავ, რომ ჩემს ამ და სხვა წარმატებაში მნიშვნელოვანია სკოლის დამსახურება. აია-ჯესსმა მომცა არა მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნა და უნარები, არამედ სწორი მიმართულება პიროვნული და კარიერული განვითარებისთვის. ყოველთვის მეამაყებოდა და დღემდე ვამაყობ, რომ აია-ჯესსელი ვარ “, – აღნიშნავს თეონა ხელაძე.

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში