2 ნოემბერი, 2019 15:05
გიმნაზია აია-ჯესს-მა უნივერსიტეტთაშორის სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
28 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა საზეიმოდ აღნიშნა დიდი ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და მოაზროვნის გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღე.
სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსმა მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტთაშორისი სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციის მუშაობაში. კონფერენციაზე გრიგოლ რობაქიძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ საინტერესო მოხსენება წარადგინა სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსის მოსწავლემ თეონა ხელაძემ პედაგოგის ნინო ივანიაძის ხელმძღვანელობით.
“მადლობა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ჩვენს გიმნაზიასთან საინტერესო და საქმიანი თანამშრომლობისათვის”, – აღნიშნეს სკოლის ადმინისტრაციაში.
-
AIA-GESS-ის გუნდმა GreenPay ბრიტანულ უნივერსიტეტში გამართულ Shark Tank-ის კონკურსში გაიმარჯვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის X კლასის მოსწავლეებმა პიროვნული და აკადემიური განვითარების პორტფოლიოები წარადგინეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები ესპანეთში, ინტენსიურ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS



