გიმნაზია „აია-ჯესსის“ დირექტორი ამსტერდამში უახლესი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა-კონფერენციას დაესწრო
გიმნაზია „აია-ჯესსის“ დამფუძნებელი და დირექტორი რუსუდან ბოლქვაძე ამსტერდამში გამართულ უახლესი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა-კონფერენციას დაესწრო, სადაც პირადად შეხვდა ევროპის წამყვანი სკოლებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, გამოცდილების გაზიარებისა და შემდგომი თანამშრომლობის მიზნით.
კონფერენციის ძირითადი თემები 21-ე საუკუნის პედაგოგიკა, პროფესიული განვითარება, ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა და საგაკვეთილო პროცესში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა გახლდათ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყვნენ ისეთი გლობალური ბრენდები, რომელთა სასკოლო ცხოვრებაში ინტეგრირება ამარტივებს და უფრო სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს.
გიმნაზიის დირექტორი გაეცნო შესაძლებლობებს, რომლებსაც Microsoft, LEGO Education, Grammarly, Oracle Academy და მრავალი სხვა საერთაშორისო კომპანია სთავაზობს საგანმანათლებლო სექტორს.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS



