გიმნაზია „აია-ჯესსის“ ინგლისური ენის პედაგოგი კორეაში, HWPL-ის მიერ ორგანიზებულ მსოფლიო კონფერენციაზე გაემგზავრა
გიმნაზია „აია-ჯესსის“ ინგლისური ენის პედაგოგი თამარ ლოლიშვილი კორეაში, HWPL-ის მიერ ორგანიზებულ რიგით მეცხრე მსოფლიო კონფერენციაზე დაფინანსებით გაემგზავრა!
აია-ჯესსისა და HWPL-ის თანამშრომლობა 2017 წელს ონლაინ გაკვეთილებით დაიწყო, რასაც მასწავლებელთა ტრენინგი, მშვიდობის გარშემო არსებული ლიტერატურის საგაკვეთილო პროცესში დანერგვა და კორეაში ჩვენი სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ვიზიტი მოჰყვა.
6 წლიანი პარტნიორობის შედეგად, HWPL-ს განათლების დეპარტამენტმა, თამარ ლოლიშვილი მრგვალი მაგიდის გარშემო სადისკუსიოდ მიიწვია, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოსული 1000 დელეგატი იყრიდა თავს.
დაიგეგმა სამომავლო პროექტები და ძალიან მალე სკოლა ელოდება კორეელ პარტნიორებს საქართველოში!
გიმნაზია „აია-ჯესსი“ მადლობას უხდის პედაგოგს, საქართველოსა და სკოლის ღირსეული წარდგენისთვის.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS