გიმნაზია „აია-ჯესსის“ მასწავლებელი, პრაღის უნივერსიტეტის რექტორის მოწვევით, საზაფხულო კვლევით სკოლაში იღებს მონაწილეობას
გიმნაზია „აია-ჯესსის“ პედაგოგი მარინა ხარიტონაშვილი პირველი ქართველი მასწავლებელია, რომელიც პრაღის უნივერსიტეტის რექტორის მოწვევით, 17-22 ივლისს ევროკავშირისა და გლოუბის მიერ ორგანიზებულ მასწავლებელთა ყოველწლიურ დასკვნით საზაფხულო კვლევით სკოლას შეუერთდა.
პრაღის უნივერსიტეტის საზაფხულო კვლევითი სკოლა არის საგანმანათლებლო პლათფორმა, სადაც დაწყებითი და საშუალო სკოლების მეცნიერებსა და მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ თანამედროვე სწავლებიის იდეები გაცვალონ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სატელიტური მონაცემების, GIS და ციფრული უნარების წარმატებით დანერგვა სასწავლო პროცესში.
EO4Educators 2023 International Summer School სერთიფიკატი ადასტურებს კომპეტენციას: საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში; დედამიწის ეკოსისტემის დისტანციური ზონდირებისა და GIS – საფუძვლების ცოდნას და სასწავლო პროცესში GIS მეთოდებისა და ციფრული უნარების დანერგვას.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS